მუხიანის აგარაკებზე, ნეკრესის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება – თბილისის მერია

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე, ნეკრესის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ასფალტის ორფენიანი საფარი 10 400 კვ.მ ფართობზე იგება. გზის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 950 000 ლარი იხარჯება.
გარდა ამისა, გზის საფარის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია კიდევ ოთხ ქუჩაზე - ბორჯომის, ვანის, ბორითისა და ხვანჭკარის ქუჩებზე, ხოლო დაისის ქუჩაზე სამუშაოები დასრულებულია.
ჯამში, ექვსივე ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 5 000 000 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, აღნიშნულ დასახლებაში, რაჭის ქუჩაზე, 850 გრძივ მეტრზე მოეწყო წყალარინების ქსელი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 564 000 ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.