მუხთარლი: საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროსასამართლოში დავა მოვუგე

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ევროსასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანს დავა მოუგო. მუხთარლიმ ფეისბუკ გვერდზე დაწერა, რომ მისი უდანაშაულობის ფაქტი დადასტურდა.
“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოში ჩემი გატაცების საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. პასუხისმგებლობა აზერბაიჯანსა და საქართველოს დააკისრეს. უღრმეს მადლობას ვუხდი ჩემს ადვოკატებს, რომლებიც მიცავდნენ პატიმრობის პერიოდში – ნემატ ქერიმლის, ელჩინ სადიგოვის, ნიკოლოზ ლეგაშვილს და ზიბეიდა სადიგოვას. ჩემი ადვოკატები არ მტოვებდნენ მიუხედავად მუქარებისა და თავდასხმებისა.
მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, უფლებადამცველებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ევროკავშირს და ევროპის საბჭოს და მთელ დემოკრატიულ სამყაროს ჩემი დაცვისთვის. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლეილას, რომ ციხეში ყოფნის წლებში ხელმძღვანელობდა ჩემი დაცვის მხარეს და აიღო სამუშაოს მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე,” – განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…