"მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებსა და ცემას ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში" - გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიმართვა მთავრობას
"მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებსა და ცემას ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში" - გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიმართვა მთავრობას
გაერთიანებული სამეფოს საელჩო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს:
„გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად.
მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში“. - წერია მიმართვაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.