“მუნი არ უნდა არსებობდეს XXI საუკუნეში – მუნი არ არის უბრალოდ „ქავილი“ — ეს არის სოციალური სიგნალი” – ლაშა უჩავა

ექიმი, ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა:
მინდა ამ პოსტით, რამოდენიმე ჩემს კოლეგას გამოვეხმაურო, დიახ გვახსოვს 90-იანები, როდესაც მუნი (ბღერი) არავის უკვირდა, დიახ გვახსოვს დენის მოსვლა გვიკვირდა, გაზი საერთოდ არვიცოდით იმ პერიოდის ბავშვებმა რა იყო, წყალი უფრო ნაცნობი იყო ჩვენთვის, უფრო ხშირად მოდიოდა ონკანში და იქ დავბრუნდეთ? ეს მდგომარეობა გავამართლოთ? რატო არ ფიქრობთ სოციალურ მდგომარეობაზე? ან ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ამ დროს? იქნებ ისიც წაიკითხოთ მისი გავრცელება სად არის? ბანგლადეში, ინდოეთის პროვინციები, აფრიკის ზოგიერთ სოფელში და ა.შ. მეც მყოლია და მყავს ბევრი ახლობელი თუ ნაცნობი თანამდებობებზე, მაგრამ “კოჭის გაგორება” არარის ამ დროს კარგი საქმე
მუნი — დაავადება, რომელიც არ უნდა არსებობდეს XXI საუკუნეში მუნი (scabies) არ არის უბრალოდ „ქავილი“ — ეს არის სოციალური სიგნალი. სიგნალი იმისა, რომ სადღაც სისტემა არ მუშაობს. რომ იქ, სადაც ბავშვი უნდა თამაშობდეს, ის იზოლაციაშია, იმიტომ რომ მისი კანქვეშ ერთი მილიმეტრიანი ტკიპა ცხოვრობს — და მედიკამენტიც კი ძნელად იშოვება. დღეს საქართველოში მშობელი აფთიაქიდან აფთიაქში დადის, რომ იშოვოს პრეპარატი, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში OTC (თავისუფლად) იყიდება ბავშვი კი სახლში ვერ ეკარება სხვებს, საკუთარ ძმას, დედას, მეგობარს… და რბილ ავეჯზე დაჯდომაც ეკრძალება ეს მხოლოდ სამედიცინო პრობლემა აღარ არის — ეს სოციალური ტრავმაა. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გვხვდება მუნი სკოლებსა და ბაღებში და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები „უხეირონი“ ან „არასუფთები“ არიან. ეს ნიშნავს, რომ პროფილაქტიკა არ მუშაობს, არ მიმდინარეობს სკოლებში დეზინფექცია, არარის დაცული ჰიგიენა, ხელმისაწვდომობა არ არსებობს. ჯანდაცვის სისტემა არ უნდა ტოვებდეს ოჯახს მარტო პრობლემასთან, მით უმეტეს ისეთ დაავადებასთან, რომელიც მარტივად იკურნება დროული ჩარევის შემთხვევაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს