ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მუნდიალს კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდა - გნაბრი გერმანიის ნაკრებს ვერ დაეხმარება

უგო ეკიტიკეს შემდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთ ვარსკვლავს ვერ ვიხილავთ. "ბაიერნმა" გვაუწყა, რომ გუნდის 30 წლის შემტევ სერჟ გნაბრის ბარძაყის ტრავმა აქვს და მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.
Sky Deutschland წერს, რომ ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას დაახლოებით, 3-4 თვე დასჭირდება, რის გამოც მუნდიალზე მისი ასპარეზობა პრაქტიკულად გამორიცხულია.
შეხსენებისთვის, გნაბრიმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. გერმანიის ნაკრები E ჯგუფში კურასაოს, კოტ-დ’ივუარისა და ეკვადორის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.