ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,მუმბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნა ტურისტულ, ბიზნესს და კულტურულ ურთიერთობებს ცალსახად გააძლიერებს", - თამარ იოსელიანი

,,მუმბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნა ტურისტულ, ბიზნესს და კულტურულ ურთიერთობებს ცალსახად გააძლიერებს", - თამარ იოსელიანი

აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO საქართველოში 2 აგვისტოდან ახალ მიმართულებას ამატებს. თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ პირდაპირი რეგულარული რეისები მუმბაიდან შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის
განცხადებით, მუმბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურისტულ, ბიზნესს და კულტურულ ურთიერთობებს ცალსახად გააძლიერებს.

,,დელის შემდეგ, ეს მეორე პირდაპირი საჰაერო კავშირია ინდოეთთან. მუმბაი ინდოეთის უმსხვილესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია, ხოლო ამ მიმართულების ამოქმედება ცალსახად გააძლიერებს ტურისტულ, ბიზნეს და კულტურულ ურთიერთობებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ნათლად ასახავს საქართველოს მიმართ ინდოეთის მზარდ ეკონომიკურ და ტურისტულ ინტერესს. შედეგად, საქართველო-ინდოეთს შორის კვირაში უკვე 10 პირდაპირი ფრენა განხორციელდება,-‘’განაცხადა თამარ იოსელიანმა.

2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ინდოეთიდან საქართველოში პირდაპირი საჰაერო გზით 56,241 მგზავრი ჩამოვიდა. 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 123% მატება დაფიქსირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.