ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვა 2025 წლის პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა

მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვა 2025 წლის პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა

მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვა 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში. ახალი დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება „მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ“ 2023 წლის 29 აგვისტოს 1559-ე განკარგულებაში შევიდა.
„საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამომხმარებლო ფასების შენარჩუნების მიზნით, 2025 წლის პირველ აპრილამდე აიკრძალოს მდედრი მსხვილფეხა საქონლისა და 160 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მამრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი“, - წერია დოკუმენტში
აღსანიშნავია, რომ განკარგულება ძალაში 2024 წლის პირველი სექტემბრიდანაა.
2023 წლის 29 აგვისტოს 1559-ე განკარგულების მიხედვით, მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვა მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე მოქმედებდა.
bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.