არქივი23 აპრილი, 2025, 17:38
,,მსხვილი ბიზნესიც უნდა მოემზადოს კითხვაზე პასუხისთვის, რას აკეთებდნენ მაშინ, როცა რეჟიმი ამ ქვეყანას ევროპას წყვეტდა“ – ჩერგოლეიშვილი

,,ფედერალისტების” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
,,მე არ ვიცი ახლა მსხვილი ბიზნესი რამდენად ხედავს პოლიტიკას პერსპექტივაში, მაგრამ ისინიც უნდა მოემზადონ კითხვაზე პასუხისთვის, რას აკეთებდნენ მაშინ, როცა რეჟიმი ამ ქვეყანას ევროპას წყვეტდა და რუსეთის უკანა ეზოდ აქცევდა.
გვეგონა მაინც არაფერი გამოვიდოდა და ამიტომ საგადასახადოსთან პრობლემებს არ ვიქმნიდითო?
თუ გვეგონა, მე რომ მემოქმედა, ჩემი კონკურენტი არ იმოქმედებდა და მე დამჩაგრავდნენო?
წინ გაიხედეთ, რომ უხერხულ კითხვებზე კომიკური პასუხები არ შეგრჩეთ არსენალში.“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.