ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე რუსეთის მორიგ სარაკეტო შეტევას

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე დღევანდელი სარაკეტო დარტყმების შედეგად.
ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს 24 ივლისს, გამთენიისას შეუტიეს, წინასწარი მონაცემებით, ეს-300 ტიპის რაკეტებით. ტერეხოვის თანახმად, დარტყმები იყო საცხოვრებელ და სამრეწველო რაიონებზე. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.
ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის არმია ყველაზე ხშირად უტევს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.