მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე დრონებით შეტევას

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად. ამის შესახებ დღეს, 30 იანვარს დილით იუწყება სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია.
გასულ ღამით დრონით დარტყმა იყო მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე.
მაშველებმა დაღუპულთა ცხედრები განადგურებული ბინების ნანგრევებიდან დილით გამოიტანეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ხუთს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონით დარტყმის შედეგდ სახლის ოთხ სართულზე ხუთი ბინა დაინგრა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა