ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე დრონებით მორიგ თავდასხმას

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს. ერთ-ერთი სამიზნე ოდესის ოლქი იყო.
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ გამთენიისას გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის ოლქში 9 დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი დაეცა ოდესის სანაპირო ზონაში მდებარე საწარმოს შენობას და ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს 3 დაღუპულის ცხედარი.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ დნიპროში დრონი მოხვდა მრავალბინიან სახლს. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 8 ადამიანი, მათგან 7 ჰოსპიტალიზებულია. მაშველები ნანგრევებში მოყოლილთა ძებნას განაგრძობენ.
ხვალ, 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებიდან.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.