მსხვერპლი მოჰყვა ახალი წლის ღამით რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ იერიშს

1 იანვრის დილას რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა კიევზე მიიტანეს იერიში. ნაწილობრივ დაინგრა პეჩერსკის რაიონის ერთ-ერთი სახლის ზედა ორი სართული, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, დაიღუპა ორი ადამიანი.
ტკაჩენკო აცხადებს, რომ სამაშველო ოპერაცია კვლავაც გრძელდება.
ბოლო მონაცემებით, დაშავდა შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ორსული ქალი – იუწყება გენერალური პროკურატურის ოფისი. ორი დაჭრილი საავადმყოფოშია მოთავსებული.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დრონის ნამსხვრევები დაეცა დაუსახლებელ სახლზეც, ხოლო ერთ-ერთი დასახლებული სახლის ბინაში ხანძარი მოხდა.
ასევე იუწყებიან, რომ იერიშის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა პეჩერსკის რაიონში მდებარე ეროვნული ბანკის შენობის სახურავს. ხანძარი ჩააქრეს. შენობა მდებარეობს სამთავრობო კვარტალში, მას ასობით მეტრი აშორებს პრეზიდენტის ოფისს.
უკრაინაზე რუსეთის დრონების მორიგი შეტევა დაიწყო ახალი წლის პირველივე საათებში. უკრაინის არმიის ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა 111 დრონით, მათგან 63 ჩამოგდებულ იქნა, 46-ის ადგილმდებარეობის მონაცემი დაკარგულია. ორი დრონი რუსეთისკენ და ბელარუსისკენ გაფრინდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე – 2012 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ქართული მხარისთვის კაპიტულაციის აქტი იყო – მანამდე საოკუპაციო ძალები 125 სოფელზე კონტროლს ვერ ახორციელებდა და 12 აგვისტოდან 125 დასახლებაზე მათი კონტროლი გაფორმდა!

მიხეილ ყაველაშვილი – ისტორია გვასწავლის, რომ დიდი გამარჯვების მისაღწევად, აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, მომავლის ურყევი რწმენა და მუდმივი მზადყოფნა – სიბრძნე და სიფხიზლე, ეს უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი