მსურს, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, მან შეძლო, რომ დღეს ჩვენ გვქონოდა კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას

მსურს, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, მან შეძლო, რომ დღეს ჩვენ გვქონოდა კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას
მსურს, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ის რამდენიმე წლის წინ, სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით შეძლო, დღეს ჩვენ გვქონოდა კონსტიტუცია, რომელიც ერთი მხრივ, კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ემყარება, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროცესში მონაწილე თითოეულ პირს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი , პარლამენტის თავმჯდომარე , თბილისის მერი , აღმასრულებელი, საკანონმდებლო , სასამართლო ხელისუფლების წარმომადგნლები, კონსტიტუციონალისტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეროვნული ღირებულებებისა და ინტერესების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ბოლო წლებში, საქართველოს მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.
„უნდა გვესმოდეს რომ თუ ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს ბოლომდე არ დავიცავთ, დავკარგავთ ყველაფერს, რადგანაც თანამედროვე საქართველოს ერთგვარი ქვაკუთხედი, სწორედ ის პრინციპებია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული! კარგად გვახსოვს, რომ ბოლო წლებში, გამძაფრებული ზეწოლის ფონზე, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, უამრავი უსამართლო, საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი მოთხოვნა გაჩნდა. აღნიშნული ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი სწორედ ჩვენი კონსტიტუცია და მასში ასახული ნორმები გახდა, რომელიც ჩანასახშივე გამორიცხავდა სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი უსამართლო მოთხოვნის შესრულებას“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ძირითადი კანონის დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი ვალდებულებაა მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ, არავის მივცეთ ჩვენი კონსტიტუციის უგულებელყოფის შესაძლებლობა. სწორედ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია არის სუვერენიტეტის განმტკიცების, ქვეყანაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და წესრიგის, სამართლიანობის უზრუნველყოფის უმთავრესი გარანტი!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
Next: 30 წლის წინ, კონსტიტუციის მიღებით, ქართველმა ერმა განაახლა თავისუფალი, სუვერენული, დემოკრატიული და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს შენება

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს