არქივი2 ივლისი, 2026, 22:48
მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე გამვლელ ქალს ეჯახება და მეორე მანქანას ანარცხებს‼️‼️‼️‼️ (+18 უმძიმესი კადრია)

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ეჯახება მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე გამვლელ ქალს და მეორე მანქანას ანარცხებს. მძღოლი ქალია, რომელიც მანქანის შეჯახების შემდეგ მანქანიდან გადმოდის და დაშავებულ ქალს ფოტოს/ვიდეოს უღებს.
შემთხვევა 2 კვირის წინ, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ NEWS.On.ge-ს მომხდარის შედეგად ქვეითის გარდაცვალება დაუდასტურა — დაკავებულია ერთი პირი.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.