არქივი6 თებერვალი 2025, 11:37
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დატოვებას აშშ-ს შემდეგ არგენტინაც გეგმავს

აშშ-ს შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან (WHO) გამოსვლას არგენტინაც გეგმავს. ამის შესახებ განცხადება არგენტინის მთავრობამ გააკეთა.
ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი ჯანდაცვის მენეჯმენტის საკითხთან არსებული, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის პერიოდში, განსხვავებები გახდა.
"WHO 1948 წელს გლობალური ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციებზე კოორდინირებისთვის შეიქმნა, თუმცა წარუმატებელი იყო ყველაზე დიდი გამოწვევის დროს: კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მან მხარი დაუჭირა დაუსრულებელ კარანტინებს მეცნიერული საფუძვლის გარეშე". - წერს არგენტინის საპრეზიდენტო ოფისი.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.