მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში, A ჯგუფში მექსიკამ სამხრეთ აფრიკა 2:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და კინონესმა დაასწინაურა კიდეც. საუდის არაბეთის „ალ-კადისიას“ 29 წლის თავდამსხმელი ტურნირზე პირველი გოლის ავტორი გახდა. მას შესვენებამდე კიდევ მიეცა შანსი, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა.
თამაშის სურათი მეორე ტაიმში არ შეიცვალა, მექსიკელებმა იერიშები გააგრძელეს, გუტიერესის ბოლო იმედის ჯარიმით წაქცევისთვის მსაჯმა პირდაპირი ბარათით სიტოლე გააძევა. მერე ხიმენესმა უილიამსის კარი დალაშქრა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ზვანემ ალვარადოსთან უხეშობის გამო წითელი ბარათი მიიღო და „ბაფანა ბაფანა“ ორკაცნაკლული დარჩა. კომპენსირებულ დროში არბიტრმა მექსიკელი მონტესი გააძევა და თამაშიც დასრულდა.
ამ ჯგუფში 12 ივნისს, ერთმანეთს სამხრეთ კორეა და ჩეხეთი დაუპირისპირდებიან.
18 აპრილს, მეორე ტურში სამხრეთ აფრიკა ჩეხეთს, 19 აპრილს კი მექსიკა სამხრეთ კორეას შეხვდება.
მეხიკო. „აცტეკა“
მექსიკა – სამხრეთ აფრიკა 2:0
გოლები: 1:0 კინონესი (9), 2:0 ხიმენესი (67)
გაძევება: სიტოლე (49, სამხრეთ აფრიკა), ზვანე (84, სამხრეთ აფრიკა), მონტესი (90+2, მექსიკა)
– ბელგიელი უგო ბროოსი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია – სამხრეთაფრიკელთა თავკაცი 74 წლის და 62 დღისაა.
