არქივი5 აგვისტო, 2025, 11:24
მსოფლიო ჩემპიონატზე ქვიშის სამბოში საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში მეორე ადგილი დაიკავა

საკმაოდ დაძაბული და ემოციური შეხვედრების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ქვიშის სამბოში, საქართველოს ნაკრებმა ქვიშის სამბოს გუნდურ შეჯიბრებაში ღირსეული მეორე ადგილი დაიკავა.
ჩვენმა მებრძოლებმა დაამარცხეს ისეთი ძლიერი ნაკრებები, როგორიცაა მასპინძელი სინგაპური და რუმინეთი.
მსოფლიო ჩემპიონატში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
საქართველოსთვის ეს იყო ქვიშის სამბოში ისტორიული დებიუტი, და პირველივე ცდაზე ჩვენმა ნაკრებმა შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.