ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსოფლიო შეიცვლება, როდესაც ტრამპი თანამდებობას დაიკავებს – ვიქტორ ორბანი

მსოფლიო შეიცვლება, როდესაც ტრამპი თანამდებობას დაიკავებს – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ევროპამ უკრაინაში ომი წააგო და ბრიუსელის ნარატივსა და ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას შორის კავშირის გაწყვეტილია. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
უნგრეთის პრემიერის მტკიცებით, ყველაფერი შეიცვლება მას შემდეგ, რაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
„ბრიუსელი ერთი ნაბიჯით უკან არის; მსოფლიო შეიცვლება მას შემდეგ, რაც ტრამპი ოფისს დაიკავებს, და პატრიოტები გაძლიერდებიან და მთელ დასავლურ სამყაროს გადააკეთებენ“, – თქვა ორბანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.