ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსოფლიო თასზე ზაზა ლომთაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ზაზა ლომთაძემ (109 კგ) ორჭიდში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლომთაძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 160/165/170 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა.
მან აკვრაში თავი 202/209 კილოგრამს გაართვა და მე-4 საფეხურზეა, ორჭიდში მოგროვილი 379 კილოგრამით კი მკერდი ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა.
მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.