პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკის ზრდა 3.7%-მდე შენელდება

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკის ზრდა 3.7%-მდე შენელდება

2025 წელს სამხრეთ კავკასიაში ზრდა 3%-ზე ოდნავ ზემოთ ნიშნულამდე შენელდება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის უახლეს ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკას ეხება.
2024 წლის 5.7%-იანი ზრდის შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა წელს 3.7%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს 3.3%-ით.
რეგიონის ეს პროგნოზი ასახავს აზერბაიჯანში ნავთობის წარმოების შემცირების ფონზე ეკონომიკური ზრდის შესუსტებას, სომხეთსა და საქართველოში - ზრდის ნორმალიზებას.
მსოფლიო ბანკმა 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 1.5 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე გაზარდა.
მსოფლიო ბანკის უახლესი პროგნოზები ასეთია:
· სომხეთი - 5.2%-ის ეკონომიკური ზრდა. აზერბაიჯანი - 1.9%-ის ეკონომიკური ზრდა. საქართველო - 7%-ის ეკონომიკური ზრდა. რუსეთი - 0.9%-ის ეკონომიკური ზრდა. თურქეთი - 3.5%-ის ეკონომიკური ზრდა. ყაზახეთი - 5.5%-ის ეკონომიკური ზრდა. უზბეკეთი - 6.2%-ის ეკონომიკური ზრდა. უკრაინა - 2%-ის ეკონომიკური ზრდა.
· სომხეთი - 5.2%-ის ეკონომიკური ზრდა.
· აზერბაიჯანი - 1.9%-ის ეკონომიკური ზრდა.
· საქართველო - 7%-ის ეკონომიკური ზრდა.
· რუსეთი - 0.9%-ის ეკონომიკური ზრდა.
· თურქეთი - 3.5%-ის ეკონომიკური ზრდა.
· ყაზახეთი - 5.5%-ის ეკონომიკური ზრდა.
· უზბეკეთი - 6.2%-ის ეკონომიკური ზრდა.
· უკრაინა - 2%-ის ეკონომიკური ზრდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.