ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა გარემოს ეროვნულ სააგენტოში ტრენინგი გამართეს

მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა გარემოს ეროვნულ სააგენტოში ტრენინგი გამართეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰიდროლოგიური მონაცემების დამუშავების, ანალიზის, პროგნოზირების და ჰიდრომეტრიული გაზომვების მიმართულებით მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ტრენინგი გამართეს – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბრიტანელი და ავსტრიელი ექსპერტებისგან მსოფლიოში არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებზე მიეღოთ ინფორმაცია.
ტრენინგის ფარგლებში, საქართველოს მდინარეებზე შეგროვებული მონაცემების დამუშავება და ანალიზი განხორციელდა; განხილულ იქნა ადრეული შეტყობინების პლატფორმის DELFT-FEWS სისტემა.
ამავე ტრენინგის ფარგლებში, დაბა ფასანაურში, თეთრ და შავ არაგვზე არსებულ ჰიდროლოგიურ საგუშაგოებზე ჰიდრომეტრიული გაზომვები ჩატარდა, სადაც მოწვეულმა ექსპერტებმა, გაზომვების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, პრაქტიკული რეკომენდაციები წარმოადგინეს.
აღნიშნული ტრენინგი მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ტექნიკური დახმარების პროექტის „საქართველო: კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა ჰიდრომეტეოროლოგიური, კლიმატური და ადრეული გაფრთხილების შესაძლებლობებისა და სერვისების გაძლიერების გზით" ფარგლებში განხორციელდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.