მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ დონეს დაუბრუნდა.ამ დროინდელი მონაცემებით, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 73.22 დოლარამდე შემცირდა, ხოლო ამერიკული WTI-ის მარკის ნავთობი 70 დოლარზე ქვემოთ დაეცა.ექსპერტების შეფასებით, ფასების კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების აღდგენამ, რაც რეგიონში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ გახდა შესაძლებელი.


