არქივი20 ოქტომბერი, 2025, 19:52
მსოფლიოში წამყვანი წყალქვეშა ნავების მშენებელი კომპანია წარმატებით გავიდა ბირჟაზე – აქციები 60%-ით გაიზარდა

ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე ორშაბათს დაიწყო წყალქვეშა ნავების და ფრეგატების წარმოებაზე სპეციალიზებული კომპანიის, Thyssenkrupp Marine Systems-ის (TKMS) აქციებით ვაჭრობა.
Handelsblatt-ის ცნობით, ვაჭრობა 60 ევროდან დაიწყო, რამაც მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
დაახლოებით 3.8 მილიარდი ევროს საბაზრო კაპიტალიზაციით, TKMS მაშინვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული გერმანული თავდაცვითი კომპანია.
ანალიტიკოსები ადრე მხოლოდ 2.3-დან 2.7 მილიარდ ევრომდე შეფასებას ვარაუდობდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.