არქივი20 იანვარი 2025, 19:37
მსოფლიოში შამპანურზე მოთხოვნა შემცირდა

გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, პოლიტიკურმა პრობლემებმა და მომხმარებელთა ჩვევების შეცვლამ მთელს მსოფლიოში გამოიწვია შამპანურის – დღესასწაულებისა და წვეულებების მთავარი სასმელის მიწოდების 10%-იანი კლება გასულ წელს. ამის შესახებ Guardian ფრანგ მწარმოებლებზე დაყრდნობით იუწყება.
2022 წელს შამპანურზე მოთხოვნის პოსტპანდემიური ბუმი დაფიქსირდა: მიწოდების მოცულობამ მაშინ მიაღწია 326 მილიონ ბოთლს. მაგრამ შემდეგ გაყიდვებმა კლება დაიწყო: 8%-ით 2023 წელს. 2024 წლის პირველ ნახევარში ისინი 15%-ზე მეტით დაეცა, რის გამოც მწარმოებლებმა გადაწყვიტეს მოსავლის შემცირება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.