ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა, 19 წლის მილიარდერის ქონება $5.4 მლრდ-ია - Forbes-ის რეიტინგი

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა, 19 წლის მილიარდერის ქონება $5.4 მლრდ-ია - Forbes-ის რეიტინგი

Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2025 წლის რეიტინგში 21 პირი ოცდაათ წლამდე ასაკისაა.

მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 19 წლის გერმანელი იოჰანეს ფონ ბაუმბახია, რომელიც მსოფლიოში უდიდესი კერძო ფარმაცევტული კომპანიის, გერმანული Boehringer Ingelheim-ის მემკვიდრეა.

ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერებიდან უმრავლესობას სიმდიდრე მემკვიდრეობით აქვს მიღებული. მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების რეიტინგში მეორე ადგილზე 20 წლის ლივია ვოიგტ დე ასისია – $1.2 მილიარდით (სამრეწველო მანქანების ბიზნესი), მესამეზე კი ასევე 20 წლის კლემენტე დელ ვეკიო - $6.6 მილიარდით (სათვალების ბიზნესი).

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.