ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა

მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა

ვაშინგტონში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, რომელსაც მასპინძელი ქვეყნების - აშშ-ს და მექსიკის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და კლაუდია შეინბაუმი და კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი დაესწრნენ. ფიფამ ტრამპს მსოფლიო მშვიდობის მედალი გადასცა. 48 გუნდი 12 ჯგუფში გადანაწილდა.
А ჯგუფი: მექსიკა, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა - დანია/ჩრდილოეთ მაკედონია/ჩეხეთი/ირლანდია
B ჯგუფი: კანადა, შვეიცარია, კატარი - იტალია/ჩრდილოეთ ირლანდია/უელსი/ბოსნია
C ჯგუფი: ბრაზილია, მაროკო, შოტლანდია, ჰაიტი
D ჯგუფი: აშშ, ავსტრალია, პარაგვაი - თურქეთი/რუმინეთი/სლოვაკეთი/კოსოვო
E ჯგუფი: გერმანია, ეკვადორი, კოტ-დ'ივუარი, კიურასო
F ჯგუფი: ნიდერლანდები, იაპონია, ტუნისი - უკრაინა/შვედეთი/პოლონეთი/ალბანეთი
G ჯგუფი: ბელგია, ირანი, ეგვიპტე, ახალი ზელანდია
H ჯგუფი: ესპანეთი, ურუგვაი, საუდის არაბეთი, კაბო-ვერდე
I ჯგუფი: საფრანგეთი, სენეგალი, ნორვეგია - ერაყი/ბოლივია/სურინამი
J ჯგუფი: არგენტინა, ავსტრია, ალჟირი, იორდანია
K ჯგუფი: პორტუგალია, კოლუმბია, უზბეკეთი - ახალი კალედონია/იამაიკა/კონგო
L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია, პანამა, განა
ფიფა კალენდარს ხვალ გამოაქვეყნებს.
ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. ყველა ჯგუფიდან 1/16-ფინალში ორ-ორი საუკეთესო, პლუს რვა საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი გავა.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.