ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსოფლიოს ყველაზე „ჭკვიანი“ ქალაქები

ციურიხმა პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს „ყველაზე ჭკვიანი“ ქალაქების რეიტინგში. Smart City Index 2024, რომელიც შედგენილია შვეიცარიის მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IMD) მიერ, 2019 წლიდან სიაში ციურიხი ლიდერობს.
ინდექსი ეფუძნება მეგაპოლისების ეკონომიკური და ტექნოლოგიური ასპექტების შეფასებებს, ასევე ფაქტორებს, როგორიცაა მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი, გარემო და ინკლუზია.
ნორვეგიის დედაქალაქმა ოსლომ და ავსტრალიის დედაქალაქმა კანბერამ, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. ათეულს ავსებენ ჟენევა, სინგაპური, კოპენჰაგენი, ლოზანა, ლონდონი და ჰელსინკი.
გარდა ამისა, ინდექსმა აჩვენა, რომ ყველაზე სტაბილური განვითარების დინამიკა აქვთ აბუ დაბიში, ციურიხში, ოსლოში, სინგაპურში, პეკინსა და სეულში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.