მსოფლიოს ყველაზე კრიმინალური ქალაქები - რომელ ადგილზეა თბილისი

კრიმინალის ინდექსის მიხედვით, რომელიც ქალაქებში დანაშაულის დონეს განსაზღვრავს, სტატისტიკური კვლევების ორგანიზაცია Numbeo-მ მსოფლიოს 400 ქალაქი შეაფასა.
განახლებულ, 2026 წლის რეიტინგში საქართველოს დედაქალაქი თბილისი 353-ე ადგილს იკავებს.
Numbeo-ს თანახმად, მსოფლიოს ყველაზე კრიმინალური ქალაქი პიტერმარიცბურგია, რომელიც სამხრეთ-აფრიკაში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში სწორედ სამხრეთ-აფრიკის ქალაქების სიმრავლე შეინიშნება.
უფრო კონკრეტულად, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე კრიმინალური ქალაქების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
· პიტერმარიცბურგი (სამხრეთ აფრიკა);
· პრეტორია (სამხრეთ აფრიკა);
· კარაკასი (ვენესუელა);
· პორტ-მორზბი (პაპუა-ახალი გვინეა);
· იოჰანესბურგი (სამხრეთ აფრიკა);
· დურბანი (სამხრეთ აფრიკა);
· სან-პედრო-სულა (ჰონდურასი);
· პორტ-ელიზაბეთი (სამხრეთ აფრიკა);
· მემფისი (ტენესი, აშშ);
· სალვადორი (ბრაზილია).
რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს, რეიტინგში მოწინავე პოზიცია თურქეთის დედაქალაქ ანკარას უჭირავს, ყველაზე უსაფრთხოდ კი სომხეთის დედაქალაქი ერევანია შეფასებული.
· ანკარა (თურქეთი) - 241-ე ადგილი;
· მოსკოვი (რუსეთი) - 279-ე ადგილი;
· ბაქო (აზერბაიჯანი) - 319-ე ადგილი;
· სომხეთი (ერევანი) - 378-ე ადგილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.