მსოფლიოს უმსხვილესი ყურძნის მწარმოებლების რეიტინგში საქართველო 32-ეა - რეიტინგი
გლობალური წარმოების 16,91%-ით, მსოფლიოში ყურძნის უმსხვილესი მწარმოებელი 2022 წელს ჩინეთი იყო. მან 12 673 000 ტონამდე ყურძენი აწარმოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Food and Agricultural Organisation ავრცელებს.
მეორე ადგილზე იტალიაა (11,26%), მესამეზე - საფრანგეთი (8,27%), ხუთეულშია - ესპანეთი (7,88%) და შეერთებული შტატები (7,17%). 2022 წელს მსოფლიოში ყურძნის მთლიანი წარმოება 74,9 მილიონ ტონა იყო.
საქართველო ამ რეიტინგში 32-ეა 287 300 ტონა ყურძნის წარმოებით. მეექვსე ადგილზე თურქეთი 4 165 000 ტონა ყურძნის წარმოებით, მე-20-ზე რუსეთი (890 000 ტ), 34-ზე უკრაინა (258 000 ტ-მდე), 37-ზე სომხეთი (226 000 ტ-მდე), 39-ზე აზერბაიჯანი (213 000 ტ-მდე).
მსოფლიოს უმსხვილესი ყურძნის მწარმოებლების ათეული ასეთია:
· ჩინეთი - 12 672 896 ტონა ყურძენი;
· იტალიაა - 8 437 970 ტონა ყურძენი;
· საფრანგეთი - 6 199 950 ტონა ყურძენი;
· ესპანეთი - 5 902 040 ტონა ყურძენი;
· აშშ - 5 372 800 ტონა ყურძენი;
· თურქეთი - 4 165 000 ტონა ყურძენი;
· ინდოეთი - 3 401 000 ტონა ყურძენი;
· ჩილე - 2 402 686 ტონა ყურძენი;
· სამხრეთ აფრიკა - 2 064 742 ტონა ყურძენი;
· არგენტინა - 1 936 803 ტონა ყურძენი;
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.