ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები და ავიაკომპანიები (forbes.ge)

მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები და ავიაკომპანიები (forbes.ge)

საერთაშორისო და შიდა ფრენების დროს ყველა მცირე დეტალსაც კი მნიშვნელობა ენიჭება: რეგისტრაციიდან დაწყებული, ფრენის დროს მომსახურებით დასრულებული. სწორედ ამიტომ, ამერიკული Forbes-ი ზედიზედ უკვე მეორე წელია, Verified Air Travel Awards-ის საშუალებით, მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტებისა და ავიაკომპანიების სიას გვთავაზობს.
Forbes Travel Guide-ის 2025 წლის სიაში ჯამში 18 ავიაკომპანია და აეროპორტია მოცემული. წლევანდელი შეფასებითაც, საუკეთესო საერთაშორისო ავიაკომპანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ავიაკომპანიის სტატუსი შესაბამისად, Emirates-სა და Delta Air Lines-ს ეკუთვნით. აშშ-ში საუკეთესო აეროპორტად ნიუ-იორკის LaGuardia დასახელდა, ხოლო Singapore Changi-მ საუკეთესო საერთაშორისო აეროპორტის ტიტული მოიპოვა. ინოვაციის ჯილდო თავისი ახალი Skycouch სავარძლებისთვის Air New Zealand-ს ეკუთვნის.
ცნობისთვის, თითოეული კატეგორიისთვის ფინალისტები FTG-ის სპეციალურმა კომიტეტმა შეარჩია. გამარჯვებულები სტუმარმასპინძლობის სფეროს 9,000-ზე მეტი ექსპერტის დახურული გამოკითხვის საფუძველზე შეირჩნენ. შედეგები Forbes Travel Guide-მა გადაამოწმა და დაადასტურა.
Forbes Travel Guide-ის წლევანდელი გამარჯვებულები ასე გამოიყურება:
საუკეთესო საერთაშორისო ავიახაზები: Emirates
აშშ-ის საუკეთესო ავიახაზები: Delta Air Lines
საუკეთესო მცირე ზომის ავიახაზები: JSX
საუკეთესო საერთაშორისო აეროპორტი: Singapore Changi Airport
აშშ-ის საუკეთესო აეროპორტი: LaGuardia Airport
საუკეთესო პირველი კლასი (საერთაშორისო): Emirates-ის პირველი კლასი Boeing 777-300ER-ზე
საუკეთესო პირველი კლასი (აშშ): Delta Air Lines A321neo-ს პირველი კლასი
საუკეთესო ბიზნესკლასი (საერთაშორისო): Qatar Airways Qsuites
საუკეთესო ბიზნესკლასი (აშშ): Delta One
აეროპორტის საუკეთესო დახურული ლაუნჯი: Louis Vuitton Lounge by Yannick Alléno, Hamad International Airport
საუკეთესო ლაუნჯი (საერთაშორისო): Emirates First Class Lounge, Dubai
საუკეთესო ლაუნჯი (აშშ): Delta One Lounge, JFK Airport
აეროპორტის საუკეთესო სასადილო: Singapore Changi Airport
საუკეთესო სამზარეულო ფრენისას: Air France and Daniel Boulud
წლის ინოვაცია: Air New Zealand’s Economy, Skycouch-ის სავარძლები
ლოიალობის საუკეთესო პროგრამა: American Airlines AAdvantage
საუკეთესო კერძო აეროპორტის გამოცდილება: PS, Los Angeles
ავიაკომპანიების საუკეთესო აპლიკაცია: Delta Air Lines
forbes.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.