ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსოფლიოს რომელ ქალაქებშია ყველაზე დიდი საცობები - მოხვდა თუ არა თბილისი TomTom-ის რეიტინგში

ვროკავშირში ყველაზე დიდი საცობების მქონე ქალაქი დუბლინია. ირლანდიის დედაქალაქმა, ასევე, მეორე ადგილი დაიკავა მოძრაობის სიჩქარის ანტირეიტინგში ევროპასა და მთელ მსოფლიოში, რითიც მხოლოდ ლონდონს ჩამორჩება.
რეიტინგი კომპანია TomTom-მა შეადგინა, რომელიც ნავიგატორებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებს. კვლევა ხუთ კონტინენტზე 55 ქვეყნის 387 ქალაქს მოიცავს.
დუბლინში 10 კილომეტრის გავლას 29 წუთი და 30 წამი სჭირდება, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 1 წუთით მეტია.
TomTom-ის ექსპერტებმა, ასევე, დუბლინელი მძღოლებისთვის 2023 წლის ყველაზე ცუდი დღე გამოთვალეს. ეს 19 ოქტომბერი იყო, როცა 10-კილომეტრიან მგზავრობას 36 წუთი და 10 წამი დასჭირდა.
ტრანსპორტით გადატვირთული მსოფლიო ქალაქების ტოპ 10-ეული ასეთია: (დრო, რომელიც 10 კილომეტრის გავლას სჭირდება)
· ლონდონი (დიდი ბრიტანეთი) - 37 წუთი და 20 წამი
· დუბლინი (ირლანდია) - 29 წუთი და 30 წამი
· ტორონტო (კანადა) - 29 წუთი
· მილანი (იტალია) - 28 წუთი და 50 წამი
· ლიმა (პერუ) - 28 წუთი და 30 წამი
· ბანგალორი (ინდოეთი) - 28 წუთი და 10 წამი
· პუნე (ინდოეთი) - 27 წუთი და 50 წამი
· ბუქარესტი (რუმინეთი)- 27 წუთი და 40 წამი
· მანილა (ფილიპინები) - 27 წუთი და 20 წამი
· ბრიუსელი (ბელგია) - 27 წუთი
ევროკავშირში ყველაზე ნაკლებად გადატვირთული ქალაქი იტალიის ტარანტოა, სადაც 10 კილომეტრის გავლა 10 წუთსა და 20 წამში არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ TomTom-ის რეიტინგში არ მოხვდა თბილისი. ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „12 სართულმა“ გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ „თბილისში მცხოვრები ადამიანები თვეში მინიმუმ 20 საათს, წელიწადში კი 240 საათს საცობში ატარებენ“.
bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.