არქივი15 იანვარი 2024, 07:05
მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ქართველმა პარასპორტსმენებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
დიდი ბრიტანეთის ქალაქ კარდიფში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრებმა ტურნირზე ვერცხლისა და ბრინჯაოს სინჯის მედლები მოიპოვეს.
ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ფინალური ბრძოლა ჩინელ სპორტსმენთან დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ირმა ხეცურიანი კი ნახევარფინალში ტაილანდელ მოფარიკავეს დაუპირისპირდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.