ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსოფლიომ ახალი წლის აღნიშვნა უკვე დაიწყო | რიგ ქვეყნებში 2024 წლის დადგომას ზეიმობენ

მსოფლიომ უკვე დაიწყო ახალი - 2024 წლის აღნიშვნა. დედამიწის უამრავ წერტილში გრანდიოზული წარმოდგენები და ფეერვერკები გაიმართა. პირველები ახალ წელს, რა თქმა უნდა, კუნძულ კირიბატიზე შეხვდნენ. გამორჩეული ცეცხლოვანი შოუ გაიმართა ოკლენდსა და სიდნეიში.

ახალი წელი უკვე დადგა იაპონიაში, ჩინეთში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეაში, ოკეანეთის და აზიის ქვეყნების დიდ ნაწილში. ამ წუთებში კი საზეიმო სანახაობა დაიწყო ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, სადაც სწორედ ახლა დადგა ახალი წელი. მსოფლიო დედაქალაქებში საზეიმო კონცერტები და სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს და ახალი წელი საქართველოსაც უახლოვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.