ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსვლელობა ლოზუნგით, "მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა", დასრულდა

ვაკის პარკში საპროტესტო აქცია, ლოზუნგით "მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა", დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი და ხელისუფლებას მოუწოდეს, უკან გაიწვიოს.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით ვაკის პარკთან გადაინაცვლეს.
აქციაში მონაწილეობდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, კულტურისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. აქციაზე გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.
აქციაზე განაცხადეს, რომ ამ ბრძოლაში ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს.ს

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.