მსაჯულების უპრეცედენტო ვერდიქტი – 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა 21 წლის ბიჭი მამის მკვლელობაში უდანაშაულოდ სცნო

“უდანაშაულოდ იქნას ცნობილი ბრალდებული კახა კობერიძე და გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან”, – ეს სიტყვები ცოტა ხნის წინ გაისმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

ნაფიცმა მსაჯულებმა უმძიმესი საქმის არსებითი განხილვა ასეთი ვერდიქტით დაასრულეს და მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ბიჭი 12-ვე ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად, უდანაშაულოდ სცნო. კობერიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ამ ფაქტს ოვაციებით შეხვდნენ ბიჭის ახლობლები.

დედა-შვილის შეხვედრის ემოციური კადრები სოციალურ ქსელში ახლობლებმა გაავრცელეს კიდეც.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საქმე, რომელიც მსაჯულებმა განიხილეს, მიმდინარე წლის 11 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა. იმ საბედისწერო დღეს 21 წლის ბიჭმა 50 წლის მამა დანით მოკლა. ბრალდებული ძალოვნებმა იმავე დღეს დააკავეს და მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. მთელი სასამართლო პროცესის მსვლელობისას პროკურატურა არწმუნებდა ნაფიც მსაჯულებს, რომ დანაშაული შორისძიების მოტივით იყო ჩადენილი, რომ ბიჭმა მამა განზრახ მოკლა და მის დასჯას ითხოვდა, თუმცა საპირისპირო პოზიციაზე იყო ბრალდებულის ადვოკატი – ზურაბ როსტიაშვილი. ის თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ ბრალდებულის გამართლებას შეძლებდა. სწორედ ამიტომ აირჩია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ძალიან დიდხანს არჩევდნენ ამ საქმისთვის ნაფიც მსაჯულებს, რომლებმაც დღეს უპრეცედენტო ვერდიქტი დადეს, ბიჭი სრულად ერთხმად გაამართლეს.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს