ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსახიობ ჯონი ვაქტორის მკვლელობის საქმეზე 4 პირი დააკავეს

მსახიობ ჯონი ვაქტორის მკვლელობის საქმეზე 4 პირი დააკავეს
ლოს-ანჯელესში, ამერიკელი მსახიობის მკვლელობის საქმეზე 4 პირი დააკავეს
ლოს-ანჯელესში, 37 წლის ამერიკელი მსახიობის ჯონი ვაქტორის მკვლელობის საქმეზე 4 პირი დააკავეს. პოლიციის ცნობით, რობერტ ბარსელოს, ლეონელ გუტიერესსა და სერხიო ესტრადას მკვლელობის ბრალდება წაუყენეს, ხოლო ფრენკ ოლანოს, მკვლელობის ხელშეწყობის ბრალდება ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის 25 მაისს, გამთენიისას, ჯონი ვაქტორმა ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე ბარში ბარმენის ცვლა დაასრულა და თავისი ავტომობილისკენ მიმავალს, თავდამსხმელებმა ესროლეს იმ დროს, როცა ისინი ავტომობილის ნაწილის მოპარვას ცდილობდნენ. ლოს-ანჯელესის პოლიციის განცხადებით, აღნიშნული პირები ვაქტორის მანქანიდან “კატალიზატორს იპარავდნენ”.
ჯონი ვაქტორი ცნობილი იყო სერიალ “General Hospital”-ში შესრულებული როლით. შოუში ორწლიანი მოღვაწეობის [ბრანდო კორბინი] გარდა, 2013 წელს, ვაქტორმა ასევე NBC სერიალში – Siberia – ითამაშა და მონაწილეობა მიიღო HBO-ს Westworld-ის ორ ეპიზოდში.
როგორც NBC News-ი წერს, ლოს-ანჯელესში, ყოველწლიურად, კატალიზატორის ქურდობის ათასობით შემთხვევა ფიქსირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.