ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსახიობ კოსტა სანიკიძის თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმეს - დაზარალებული "კურიერთან" ამბობს, რომ თავდამსხმელს არ იცნობს

მსახიობ კოსტა სანიკიძის თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმეს. 24 წლის გიორგი გველესიანს, გამოძიება, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს, შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, რა გახდა დანაშაულის მოტივი.
დაზარალებული "კურიერთან" ამბობს, რომ თავდამსხმელს არ იცნობს. "კურიერის" ინფორმაციით, მსახიობი უკვე გამოკითხეს.
"რუსთავი 2-ის" პროექტის, "პრაიმ ჰაუსის" ყოფილ მონაწილეზე თავდასხმა გუშინ გამთენიისას, მისსავე სახლში მოხდა. კოსტა სანიკიძეს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.