მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება გაასაჩივრა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება გაასაჩივრა.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, განჩინება, რომლის მიხედვითაც, ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, უკანონო და დაუსაბუთებელია.
„ყველამ ნახეთ სპექტაკლი, რომელიც დაიდგა სასამართლოში – ანდრო ჭიჭინაძეს შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რომელიც სრულიად დაუსაბუთებელია. სასამართლომ პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა გაითვალისწინა და პატიმრობაში გაუშვა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. დღეს საჩივარი შევიტანეთ და თავისუფლების აღკვეთისგან გათავისუფლება მოვითხოვეთ. ასევე, სასამართლოს მივეცით საშუალება გირაოს ოდენობა თავად განსაზღვროს, რასაც დავეთანხმებით.
როგორც მაქვს ინფორმაცია, დანარჩენი დაკავებულების ადვოკატებმაც ჩაიბარეს განჩინება და ისინიც გაასაჩივრებენ“,- განაცხადა მიგინეიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…