მსახიობი ირაკლი კვირიკაძე – არავინ დაიჯეროს, რომ ამ თვითმარქვია ხელისუფლებაში ვინმე არის კარგად – აუცილებელია ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ

არავინ დაიჯეროს, რომ ამ თვითმარქვია ხელისუფლებაში ვინმე არის კარგად, – ასე შეაფასა მსახიობმა, ირაკლი კვირიკაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირს, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძეს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მისი განმარტებით, აუცილებელია საზოგადოების ბრძოლა გაგრძელდეს, რადგან ამას შედეგი უკვე აქვს.
„სხვა მოლოდინი ნამდვილად არ იყო. იმის მოლოდინი, რომ დამოუკიდებლად მიიღებდა [ნინო] გალუსტაშვილი გადაწყვეტილებას, ილუზია იყო, ამის არც არავის დიდად არ დაგვიჯერებია. სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინები გამართლდა, თუმცა იმის დასაბუთება ვერ მოახერხა, თუ რატომ დატოვა ეს ადამიანები პატიმრობაში. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, მთავარია, გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ, გადავდოთ ჩვენი დღის წესრიგი და დავუთმოთ ამას. პირველ რიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პატიმრებისთვის და ქვეყნისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს. ამას აქვს შედეგი, ჩვენ ვხედავთ ცვლილებებს შიგნით, თუ რა მდგომარეობაში არიან. ისინი არ არიან კარგად. არავინ დაიჯეროს, რომ ამ თვითმარქვია ხელისუფლებაში ვინმე არის კარგად. აუცილებელია ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ“,- განაცხადა ირაკლი კვირიკაძემ.
ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა – ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება