მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები, ტელეწამყვანები - ვინ ესწრებოდა „ოცნების“ ღონისძიებას
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე 3 თვით ადრე საარჩევნო კამპანია დაიწყო და ახალი ცენტრალური ოფისი გახსნა. ღონისძიებას ათობით ადამიანი ესწრებიდა. მათ შორის იყვნენ პარლამენტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან და მინისტრები. გარდა ამისა, ღონისძიებას ესწრებოდნენ: სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები და ტელეწამყვანები.
რადიო თავსიუფლებამ სტუმრებს შორის შენიშნა:
· რობერტ სტურუა - რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;
· ნანული სარაჯიშვილი - მსახიობი;
· მადონა კოიძე - გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანი;
· მანანა თოდაძე - მომღერალი;
· რამაზ ნოზაძე (მსოფლიო ჩემპიონი) და მისი ცოლი - ხატია სიჭინავა;
· ლაშა ტალახაძე - ოლიმპიური ჩემპიონი;
· ჯგუფი „ქუჩის ბიჭების“ წევრები: ზურა ხაჩიძე (ცოლთან ხათუნა ჟორდანიასთან ერთად), ირაკლი ნოზაძე, პაატა ხაჩიძე;
· სოფო ხალვაში - მომღერალი, ბათუმის ვიცე-მერი;
· საოპერო მომღერალი თამარ ივერი და მისი ქმარი - რაულ ცხადაძე;
· მსახიობი დათო ხურცილავა (ჯაპანა);
· „ფორტეს“ წევრები: ზურა მანჯავიძე, ნინო ახობაძე;
· თიკა რუხაძე - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი;
· ზურა ხიზანიშვილი - ვეტერანი ფეხბურთელი;
· ალექსანდრე ჩივაძე - ვეტერანი ფეხბურთელი;
· თენგიზ სულაქველიძე - ვეტერანი ფეხბურთელი;
· ივანე ჩხაიძე - „ერისიონის“ სოლისტი;
· ნანა შონია - მსახიობი;
· ზურაბ ჩხაიძე - მეღვინე, ბიზნესმენი;
· მარიკა კვალიაშვილი - კომპოზიტორი;
· ნატო დუმბაძე - მუსიკალური პროდიუსერი;
· ქეთი დუმბაძე - მწერალთა სახლის დირექტორი;
· გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანები: ნოე სულაბერიძე, ირაკლი მაქაცარია, ნინო ნადირაძე;
· დიზაინერი ზალიკო ბერგერი;
· სალომე ბაკურაძე - მომღერალი;
· თემურ მიქელაძე - პედიატრი.
ღონისძიება 20:30 საათზე დაიწყო და თითქმის ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მიწვეულ სტუმრებსა და ამომრჩეველს მიმართეს: პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა და ამავდროულად პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ბოლოს კი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.