ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მრავალმილიონიანი სასამართლო პროცესები: ყველაზე ძვირადღირებული განქორწინებები - Marao

მრავალმილიონიანი სასამართლო პროცესები: ყველაზე ძვირადღირებული განქორწინებები - Marao
გასული წლის განმავლობაში არაერთი ცნობილი წყვილი დაშორდა ერთმანეთს, მათ შორის არიანა გრანდე და დალტონ გომესი. Game of Thrones-ის ვარსკვლავი სოფი ტერნერი და პოპ მომღერალი ჯო ჯონასი.
თაღლითობის სკანდალების ან ძალადობის ბრალდებების გამო, ცნობილი სახეები მილიონებს ხარჯავენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი უთვალავი აქტივები სამართლიანად გაიყოს ორივე მხარეს შორის.
სკუტერ ბრაუნი პოპ-ვარსკვლავების მენეჯერია, მათ შორის ჯასტინ ბიბერი და არიანა გრანდე. იგი მეუღლეს 2022 წლეს, 7-წლიანი ქორწინებსი შემდეგ დაშრდა. განქორწინების შემდეგ ბრაუნმა მეუღლეს 20 მილიონი დოლარი გადაუხადა.
მაკენზი სკოტმა, Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯეფ ბეზოსის ყოფილმა მეუღლემ, საბოლოოდ დაასრულა განქორწინება დენ ჯევეტთან 2022 წლის სექტემბერში. სკოტი ბეზოსს 2019 წელს გაშორდა და შემდგომში მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქალად დასახელდა.
2023 წლის იანვარში Bloomberg Billionaire Index-მა სკოტის ქონება 30,1 მილიარდ დოლარად შეაფასა.
NWA-ს დამფუძნებელი დოქტორი დრე და ნიკოლ იანგი 24 წლიანი ქორწინების შემდეგ 2021 წლის ივნისში განქორწინდნენ. 2019 წელს Forbes-მა Dre-ის ქონება 800 მილიონ დოლარად შეაფასა, განქორწინების შემდეგ კი მან მეუღლეს 100 მილიონი დოლარი გადაუხადა.
არნოლდ შვარცენეგერმა და ჟურნალისტმა მარია შრაივერმა დაადასტურეს განქორწინება 2021 წელს. მარია ამტკიცებდა, რომ არნოლდმა მას ოჯახის მოსამსახურესთან უღალატა და მასთან შვილი შეეძინა. განქორწინების შემდეგ მსახიობმა მეუღლეს 400 მილიონი დოლარი გადაუხადა.
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 6 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. 2020 წელს კარდაშიანმა საჯაროდ ისაუბრა ვესტის ბიპოლარული აშლილობის შესახებ.
განქორწინების შემდეგ კიმმა ოთხი სახლი მიიღო.
ბილ და მელინდა გეითსებმა განქორწინება განაცხადეს 2021 წლის მაისში, 27 წლიანი ქორწინების შემდეგ. მსოფლიოს უდიდესი საქველმოქმედო ორგანიზაციის, The Bill & Melinda Gates Foundation-ის თანადამფუძნებლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 2021 წლის მაისში.
· გეითსის ქონება 130 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. წყვილს ჰქონდა გაყრის კონტრაქტი, რომლის დეტალები საიდუმლოდ იყო დაცული.
განქორწინების მოგვარების შედეგად გაიყო მათი 124 მილიონი დოლარის ხელოვნების კოლექცია, რომელიც მოიცავდა ლეონარდო და ვინჩის, ვინსლოუ ჰომერის და ჯორჯ ბელოუზის ნამუშევრებს, ასევე მათ უძრავ ქონებას, Microsoft-ის აქციებს და სხვა ინვესტიციებს.

არქივის შესახებპირველწყარო: marao.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.