ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მრავალეროვანი საქართველო“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს

„მრავალეროვანი საქართველო“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 22 ოქტომბერს განიხილა საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადება POSTV-ის ჟურნალისტის, გურანდა ბილიხოძის წინააღმდეგ და ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალებში ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაირღვა.
ამის შესახებ ინფორმაციას „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს.
„სადავო მედია პროდუქტი „POSTV - ანალიტიკას“ „ფეისბუქ“ გვერდზე 11 და 14 ოქტომბერს გამოქვეყნდა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მამუკა ხაზარაძეს ეხებოდა. POSTV-ს მასალების მიხედვით, მამუკა ხაზარაძე მალავდა მის არაქართულ წარმომავლობას.
მრავალეროვანი საქართველო დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხე მხარემ საქმეზე წარმოადგინა შეპასუხება და განმცხადებლის პრეტენზიებს არ დაეთანხმა.
ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალებში სამივე სადავო პრინციპი დაირღვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.