ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოჯტაბა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ქვეყნის მტრებმა თავი უსაფრთხოდ არ უნდა იგრძნონ

13
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ირანის მტრებმა თავი უსაფრთხოდ  არ უნდა იგრძნონ.
„უსაფრთხოება უნდა ჩამოერთვას როგორც შიდა, ასევე გარე მტრებს და მიენიჭოს ყველა ჩვენს თანამემამულეს“, – აცხადებს მოჯტაბა ალი ხამენეი. აღნიშნული განცხადება ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანისადმი წერილის სახით გამოქვეყნდა.
მიმდინარე კვირას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის დაზვერვის მინისტრი ესმაილ ხატიბი ლიკვიდირებულია.
პრეზიდენტისადმი წერილში მოჯტაბა ხამენეიმ ხატიბი „გამოცდილ და თავმდაბალ ვეტერანად” შეაფასა. ასევე, მოითხოვა, რომ დაზვერვამ მისი დანაკარგი  გაორმაგებული ძალისხმევით აინაზღაუროს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.