არქივი7 აპრილი, 2026, 10:20
მოჯთაბა ხამენეი მძიმე მდგომარეობაშია – მედია
5
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი ქალაქ ყუმში იმყოფება და მძიმე დაავადებას მკურნალობს. ინფორმაციას The Time-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაზვერვის ინფორმაციით, ხამენეის მდგომარეობა მძიმეა და ის ქვეყანას ვერ მართავს.
„მოჯთაბა ხამენეი მკურნალობას ყუმში გადის. ის მძიმე მდგომარეობაშია და რეჟიმის გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს“, – ციტირებს გამოცემა დიპლომატიურ წერილს, რომელიც, თავის მხრივ, აშშ-ისა და ისრაელის სადაზვერვო ინფორმაციას ეყრდნობა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ომის დაწყების შემდეგ მოჯთაბა ხამენეის ადგილმდებარეობა ცნობილი გახდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.