მოჯთაბა ხამენეის ახალ ფოტოებს ჯადოს საფრთხის გამო არ აქვეყნებენ – ირანელი პარლამენტარი

ირანის რეჟიმის მხარდამჭერები ალი და მოჯთაბა ხამენეის ფოტოებითMajid Saeedi/Getty Imagesირანელი პარლამენტარი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა დროებით არ გაავრცელოს ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის ახალი ფოტოები ან სხვა მასალები, მის წინააღმდეგ “ოკულტური მეცნიერებებისა” და არატრადიციული მეთოდების გამოყენების საფრთხის გამო.
“ნაჯაფის, ყუმისა და მაშჰადის სწავლულების მოსაზრებისა და უსაფრთხოების სტრუქტურების გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ ეტაპზე მისი ახალი ფოტოები და მასალები არ გავრცელდება, რათა მტრებმა ვერ შეძლონ მისთვის ზიანის მიყენება გარკვეული მეთოდებისა და ოკულტური მეცნიერებების გამოყენებით” – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების კომისიის წევრმა სალარ ველაიათმადარმა და აღნიშნა, რომ ასეთი მეცნიერებები და მეთოდები ისწავლება სხვადასხვა ინსტიტუტებში, მათ შორის თელ-ავივში.
მოჯთაბა ხამენეის ჯანმრთელობის შესახებ შეკითხვაზე პასუხისას მან თქვა, რომ 28 თებერვალს თეირანის ცენტრში ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის კომპლექსზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, როდესაც მოჯთაბა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ქვეყნის ახალი ლიდერი გონზე იყო და ლოცვებს კითხულობდა.
ცნობისთვის, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი პოსტის დაკავების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. დღეს New York Times-მა ინფორმირებულ ირანელ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ მოჯთაბა ხამენეი -სა და ისრაელის იერიშების შედეგად მიღებულ ჭრილობებს ახლაც მკურნალობს და სახეზე მიყენებული დაზიანებების გამო, რომლებმაც მის საუბრის უნარზეც იმოქმედა, ვიდეო ან ხმოვანი მასალების ჩაწერისგან თავს იკავებს.