მოხარული ვარ, რომ ჩვენ არა მარტო ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას საქართველოსთან, არამედ ვქმნით მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მუდმივ ჩარჩოს – იოახიმ შტამპი

გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებული მიგრაციის საკითხებში იოახიმ შტამპი საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას “ტვიტერით” ეხმაურება.
იოახიმ შტამპი იმ სასიკეთო შესაძლებლობების შესახებ წერს, რაც უკანონო მიგრაციის წინააღდეგმ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობას მოჰყვება.
“მოხარული ვარ, რომ ჩვენ არა მარტო ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას საქართველოსთან, არამედ ვქმნით მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მუდმივ ჩარჩოს: უკანონო მიგრაციის წინააღდეგ ბრძოლის, დაუსაბუთებელი თავშესაფრის განახადების შემცირებისა და მოწესრიგებული მიგრაციის გაძლიერებისთვის, რაც სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის.
ამ მიზნით, ჩვენ ქართულ მხარესთან შევთანხმდით, რომ დაუყოვნებლივ ავამოქმედებთ ექსპერტთა ჯგუფებს, რათა მომზადდეს შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები, დაუსაბუთებელი თავშესაფრის განაცხადების შემცირებისთვის და ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების გაზრდისთვის, რაც ერთი მხრივ გაზრდის პერსპექტივებს და ამასთან არ მოახდენს ე.წ. „ბრეინდრეინს“ (ტვინების გადინებას.)
ზემოაღნიშნული თანამშრომლობისთვის, გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სასარგებლოა ორივე მხარისთვის და რომელსაც კიდევ უფრო განვავითარებთ. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რათა შევძლოთ სამუშაო ძალების მოძიება ჩვენი პარტნიორების დაზარალების გარეშე, ასევე, ადამიანები, რომელთაც არ აქვთ დარჩენის პერსპექტივა არ დაადგებიან ამ გზას.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავეცნოთ საქართველოს, რომლის კულტურული მრავალფეროვნება მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ევროპისთვის. სწორედ ამიტომ, მოუთმენლად ველი საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთგაცვლას, რომელზეც შეთანხმება გავაფორმეთ. მადლობას ვუხდი საქართველოს კარგი თანამშრომლობის დაწყებისთვის”, -აღნიშნავს იოახიმ შტამპი, რომელიც გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის ნენსი ფეზერის ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტისას საქართველოში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს, გერმანიის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტების შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე