ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოხარული ვარ, რომ დღეს უნგრეთში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ეს იგრძნობა ჩამოსვლის პირველივე წუთიდან. დარწმუნებული ვარ, ძალიან პროდუქტიული და ძალიან ეფექტიანი შეხვედრები გაიმართება

მოხარული ვარ, რომ დღეს უნგრეთში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ეს იგრძნობა ჩამოსვლის პირველივე წუთიდან. დარწმუნებული ვარ, ძალიან პროდუქტიული და ძალიან ეფექტიანი შეხვედრები გაიმართება
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენი მეგობრობა და ჩვენი შესაძლებლობა, ყველანაირი ინსტრუმენტი მეტი კომუნიკაციისთვის და მეტი ურთიერთობისთვის. ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა დღეს ევროპაში , – განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა.
„სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ბოლო პერიოდის ტენდენცია არის, რომ გვექცევიან საკმაოდ უსამართლოდ. ამას ნამდვილად არ იმსახურებს საქართველო. მე მოხარული ვარ, რომ დღეს უნგრეთში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ეს იგრძნობა ჩამოსვლის პირველივე წუთიდან და დარწმუნებული ვარ ძალიან პროდუქტიული და ძალიან ეფექტიანი შეხვედრები გაიმართება“, – აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.
უნგრეთში ოფიციალურ ვიზიტით იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი დღეს ვიქტორ ორბანს შეხვდება, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე უნგრელ კოლეგას, ლასლო კოვერს შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.