არქივი30 ნოემბერი, 2024, 01:37
„მოწმენი ვართ თავდასხმების, რომლებიც ჰგავს რუსული სტილის რეპრესიებს“ – პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სასტიკი თავდასხმები ხალხსა და მედიაზე რუსული რეპრესიების სტილში ხდება.
„კვლავ, მოწმენი ვართ ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების, რომლებიც ჰგავს რუსული სტილის რეპრესიებს. ამ ქმედებებს არ ვაპატიებთ! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებლებმა უნდა აგონ პასუხი“, – წერს იგი.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.