მოძრაობა “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” 9 მაისს თბილისში დაგეგმილ მარშს შეუერთდება

9 მაისს, მოძრაობა “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში დაგეგმილ მარშებს შეუერთდება.
როგორც მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კოტე ჭანტურიამ მაუწყებელთან განაცხადა, მარში საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან დაიძვრება და “ევროპის მოედანზე” სხვა მარშებს შეუერთდება.
“9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ლოკაციებიდან მარშები გაიმართება, რომლებიც საბოლოოდ თავს მოიყრიან “ევროპის მოედანზე”. ჩვენც , როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტის წარმომადგენლებმა, გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ამ აქციას და აქედან ჩვენი მარში შეუერთდება დიდ მარშს.
საზოგადოების ყველაზე დიდი პროტესტი გამოიწვია ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებამ. აქედან გადმომდინარე, ეს დღე ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ამიტომ გვინდა, ეს დღე იყოს ხალხმრავალი და საკადრისი შედგეს”, – განაცხადა ჭანტურიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი