მოშიმშილე პატიმარი ამბობს, რომ დასჯის მიზნით სამარტოო საკანში გადაიყვანეს

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელიც მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად უკვე მე-3 დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ სამარტოო საკანში გადაიყვანეს, სადაც არავითარი საყოფაცხოვრებო პირობები, მათ შორის ტელევიზორი არ აქვს.
ჯავახიშვილი გლდანის ციხეში იმყოფება. მისი წერილის შესახებ ცნობას, ტვ პირველი ავრცელებს. ის ფიქრობს, რომ შიმშილობის გამო ისჯება.
“ციხის ადმინისტრაცია მათ ექცევა დამსჯელობითად. უცვლის და გადაჰყავთ ისეთ საკანში, სადაც ცივა, არ არის ისეთი პირობები, რომელიც შეესაბამება ადამიანის ნორმალურ ყოფას. ნიკოლოზ ჯავახიშვილი აცხადებს და დადასტურებულად ვიცით, რომ იმყოფება 27-ე საკანში, სადაც იმყოფება მარტო. სპეციალურად გადაიყვანეს. ადამიანის მარტო მოთავსება არის დასჯის ერთ-ერთი ფორმა. ადამიანი როდესაც დააშავებს, გადაჰყავთ სამარტოო საკანში. ნიკოლოზი უბრალოდ შიმშილობს და მის მიმართ განხორციელებულია დასჯის ეს მექანიზმი”, – ამბობს ადვოკატი.
მზია ამაღლობელისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს გარდა ციხეში ასევე შიმშილობს რეზო კიკნაძე. პროკურატურა ნიკოლოზსა და რეზოს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მათ 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს